Sunday, November 24, 2024
11.8 C
Tbilisi

განათლების სამინისტრო: 2027 წლისთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.

“შედეგად, 2027 წლისთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება”, – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

საქართველოს მთავრობის ცნობით, 2024 წელს, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 470 მილიონი ლარით გაიზრდება.

საჯარო სკოლების რეაბილიტაცია/მშენებლობისთვის გამოყოფილია – 350 მილიონი ლარი, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია/მშენებლობისთვის – 225 მილიონი ლარი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები