Tuesday, December 3, 2024
4.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ორი საკითხი დამტკიცდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.

სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განსახილველი იყო ორი საკითხი:

1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის 6 (ექვსი) თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;

2. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

დღის წესრიგის საკითხები ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები