ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.
„ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი და ნათელია, თუ რამდენად ძლიერი ქვეყანაა ჩინეთი ეკონომიკურად. შესაბამისად, ყველა ქვეყანა მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჩინეთთან ჰქონდეს მეგობრული და კარგი სავაჭრო ურთიერთობები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე – გადის თუ არა საქართველო ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების საკითხში რუსეთის გზას, კახა კალაძე პასუხობს, რომ საქართველო გადის მხოლოდ და მხოლოდ იმ გზას, რასაც ცივილიზებული მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად იყენებს.