Friday, November 22, 2024
4.8 C
Tbilisi

კახა კალაძე: ქვეყანაში გვყავს უცხოური გავლენის აგენტები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად გვევლინებიან

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ბევრი უცხოური გავლენის აგენტია, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად გვევლინებიან. ამის შესახებ მან ოპოზიციის გაერთიანების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ მედიასთან ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები ატარებენ უცხო ქვეყნის ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

„მცდელობა არის, რომ ოპოზიციის გაერთიანება მოხდეს, მაგრამ ერთი რამ არის ცხადი – ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რეალურად ხედავს, ვინ არიან ეს ადამიანები. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში გვყავს ბევრი უცხოური გავლენის აგენტი. ეს ადამიანები გვევლინებიან სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად. დღეს დაირქმევენ „ნაცმოძრაობას“, ხვალ შეიძლება დაირქვან „ევროპული საქართველო“, ზეგ – „დროას“, მაზეგ – „ლელოს“ და ა.შ. ეს ადამიანები ერთნი არიან, ერთი პატრონი ჰყავთ, ერთი ხელით იმართებიან.

ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ და ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ მოქმედებენ. უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ საკუთარი ქვეყნის ინტერესების არდაცვის ხარჯზე. ასეთ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, ასეთ ხალხს ჩვენი მოსახლეობა ყოველთვის გასცემს შესაბამის პასუხს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები