Tuesday, April 1, 2025
18.8 C
Tbilisi

ბესიკ ამირანაშვილი კიმ ტონგ ოპს შეხვდა

სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილმა, კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში, კიმ ტონგ ოპს უმასპინძლა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი და მოადგილე შოთა როსტიაშვილი ესწრებოდნენ.

ბესიკ ამირანაავილმა კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს სამცხე-ჯავახეთის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები