ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან ერთად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
ამ ეტაპზე მოსაწესრიგებელი სამუშაოები ხორციელდება, რის შემდეგაც დაიგება რკინა-ბეტონის გზა. სოფლის მოსახლეობა მალე შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას.
რკინა-ბეტონის საფარი გზის 2 244 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 298 300 ლარს შეადგენს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს კომპანია შპს „იბერი“ ასრულებს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.