ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სედა დარბინიანი და საბჭოს წევრები სოფელ გორელოვკას ესტუმრნენ.
ისინი აღნიშნული სოფლის №1 საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და უფროსკლასელებს შეხვდნენ, გაეცნენ სოფელში გენდერული თანასწორობის პრობლემებს, რათა გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არსებული პრობლემები.
ასევე იგეგმება სპექტაკლების სახით საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს უფრო გამარტივებულად და თვალსაჩინოდ გაიაზრონ გენდერული საკითხები და საჭიროების შემთხვევაში გამოიჩინონ სწორი ქცევა.