ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა გრიგოლ მდივნის სახელობის სახალხო თეატრმა (რეჟისორი კულტურის ცენტრის დირექტორი დარეჯან საღინაძე) მაყურებელს წარუდგინა სპექტაკლი „სტუმარ -მასპინძელი“, ვაჟა ფშაველას ნაწარმოების მიხედვით.
სპექტაკლის ძირითადი მონაწილეები გახლდნენ ლეჩხუმელი ახალგაზრდები და ღვაწლმოსილი მსახიობი ნატო სილაგაძე.
ცაგერის თეატრმა დარეჯან საღინაძის ხელმძღვანელებით კიდევ ერთი დაუვიწყარი სანახაობა აჩუქა ლეჩხუმელ მაყურებელს, ახალგაზრდების კიდევ ერთი თაობის ნიჭიერებამ იზეიმა დიდი ტრადიციების მქონე თეატრის სცენაზე.
სპექტაკლის პრემიერას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მოადგილე-რევაზ ახვლედიანი, განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ონისე ჩაკვეტაძე, ლეჩხუმის საზოგადოება.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.