Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გენდერული თანასწორობის პრობლემებს გაეცნენ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მოადგილე სედა დარბინიანი და საბჭოს წევრები სოფლებს – სამებასა და ჟდანოვს ესტუმრნენ.

ისინი აღნიშნული სოფლების მასწავლებლებსა და მაღალკლასელებს შეხვდნენ, გაეცნენ სოფლებში გენდერული თანასწორობის პრობლემებს, რათა გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არსებული პრობლემები.

„ძვირფასო დამსწრეებო, ჩვენი საზოგადოების დღევანდელი და ხვალინდელი დღე, ჩვენი თაობების უსაფრთხო მომავალი, თითოეული ჩვენგანის ხელშია. ჩვენ ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა და მოსწავლეებმა იცოდნენ და შეგნებულად მიუდგნენ გენდერული თანასწორობის პრინციპებს, რათა თავიდან ავიცილოთ ოჯახში ძალადობა, საზოგადოებაში ქალის როლის დეგრადაცია და სხვა მსგავსი პრობლემები“,- განაცხადა საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა.

ასევე იგეგმება სპექტაკლების სახით საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს უფრო გამარტივებულად და თვალსაჩინოდ გაიაზრონ გენდერული საკითხები და საჭიროების შემთხვევაში გამოიჩინონ სწორი ქცევა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები