დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ვაან აროიანი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. სხდომაზე განიხილეს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2024-2025 წლების წინასწარი სამოქმედო გეგმა.
შეხვედრაზე გადაწყდა მუნიციპალიტეტის სოფლების მონახულება, მასწავლებლებთან და მაღალკლასელებთან შეხვედრა, სოფლებში არსებული პრობლემების გაცნობა და მათი შეხედულებების გათვალისწინება გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებისას.