Saturday, November 23, 2024
14.8 C
Tbilisi

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, 1.7 მილიარდი დოლარის შესყიდვას ხელი არ შეუშლია რეალური კურსის ისტორიული გამყარებისთვის

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი რომან გოცირიძეს ეხმაურება, რომელიც აცხადებს, რომ BMatch-ის საერთაშორისო პლატფორმაზე ვალუტის წესებზე დაფუძნებული ყიდვა/გაყიდვის შედეგი ვაჭრობის დასრულების დღესვე უნდა გამოქვეყნდეს და არა თვის დასრულებიდან 25 დღეში.

უტიაშვილის განცხადებით, საერთშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური სტაბილურობის და ინვერსტორების მხრიდან ნდობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

„ინტერვენციებით რეზერვების დაგროვება სებ-ის გაცხადებული პოლიტიკა და სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა. მიიჩნევა, რომ ვალუტის წესზე დაფუძნებული შესყიდვები (BMatch) ყველაზე ეფექტიანი გზაა და მინიმალურ გავლენას ახდენს ბაზრის დინამიკაზე. მართლაც, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარის შესყიდვას ხელი არ შეუშლია რეალური კურსის ისტორიული გამყარებისთვის, დროებით რყევებს კი უმეტესად ერთჯერადი ფაქტორები იწვევს“, – აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაციაა და ამ მხრივ გამორჩეული შესადარ ცენტრალურ ბანკებს შორისაც. თუმცა ყოველთვის დარჩება საკითხები რაც კონფიდენციალურია.

„ეს ეხება წესზე დაფუძნებულ ინტერვენციებისაც. მისი დეტალების მყისიერი ცოდნა რეალურად მხოლოდ სპეკულაციური მიზნებისთვისაა გამოსადეგი: ბაზრის ცალკეული მონაწილეები გათვლიან სებ-ის ქცევას და კურსზე სპეკულაციური შეტევების შესაძლებლობა გაჩნდება. დანარჩენი მონაწილეებისთვის კურსის დონეა მნიშვნელოვანი და როცა სავალუტო ბაზრის წლიური ბრუნვა 100 მილიარდ დოლარს აღწევს, აქ სებ-ის Bmatch ინტერვენციების გავლენა მატერიალური ვერ იქნება. ამასთან, კურსს ხომ მაინც ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს და მათზე ინფორმაცია უფრო მეტი დაგვიანებითაა ხელმისაწვდომი, ვიდრე ინტერვენციების. რაც შეეხება ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებას და თანმდევ საფრთხეებს, წესზე დაფუძნებული ჩარევისას ეს რისკები კიდევ უფრო მცირეა, რადგან სუბიექტური გადაწყვეტილებები მინიმალურია“, – განაცხადა სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები