Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მცხოვრებ უხუცეს მამაკაცს, კოწია ხუბუკელაშვილს, 100 წლის იუბილე მიულოცეს

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მცხოვრებ უხუცეს მამაკაცს, კოწია ხუბუკელაშვილს, 100 წლის იუბილე მიულოცეს.
კოწია ხუბუკელაშვილი დაიბადა სოფელ ორბელში, მრავალშვილიან ოჯახში (6 და-ძმა). დღემდე დიდი ავტორიტეტით და პატივისცემით სარგებლობს, იგი ყველაზე უხუცესი ადამიანია მთელ ლაჯანურის ხეობში.

სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ პირველ მოადგილესთან- ქრისტინა კობახიძესთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან მამუკა ხიმშიაშვილთან, რევაზ ახვლედიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან-რეზო ხეცურიანთან და მარიკა კოპალიანთან ერთად, ასწლოვანი მოხუცი პირადად მოინახულა, იუბილის აღსანიშნავად სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები