Saturday, November 23, 2024
14.8 C
Tbilisi

ლაჯანის საჯარო სკოლაში თავისუფალ ჭიდაობაში ვალერი გიორგობიანის სახელობის რეგიონული ტურნირი ჩატარდა

ლაჯანის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა სახელოვანი სპორტსმენის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ქართული სპორტის მოამაგის, აწ გარდაცვლილი ვალერი გიორგობიანის სახელობის რეგიონული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის.

ასპარეზობის ორგანიზატორი გახლდათ ცაგერის კომპლექსური სპორტული სკოლა, მხარდამჭერები -ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია.

სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ამბროლაურის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტების ჭაბუკმა სპორტსმენებმა. შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა ცაგერის სასპორტო სკოლის გუნდმა ( დირექტორი კობა ქომეთიანი, მწვრთნელები: მალხაზ მახარობლიძე და თორნიკე ბურჯალიანი), რომელიც დაკომპლექტებული იყო ლაჯანურის ხეობის სოფლებში მცხოვრები ჭაბუკი მოჭიდავეებით.

ლეჩხუმის გუნდმა წონითი კატეგორიების მიხედვით მოიპოვა 5 პირველი, 3 მეორე და 9 მესამე ადგილი.

გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული ნორჩი მოჭიდავეები დაჯილდოვდნენ თასებით, შესაბამისი მედლებით და დიპლომებით. ვალერი გიორგობიანის სახელობის ტურნირის ჩატარება ტრადიციად იქცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეებთან ერთად, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, ვალერი გიორგობიანის ოჯახის წევრები, საპატიო სტუმრები: მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ბექა ლომთაძე, ევროპის პრიზიორი ლაშა ლომთაძე, სახელოვანი მწვრთნელები თემურ მურღულია, კობა ახვლედიანი, რევაზ ჩაჩხიანი ,ალუდა სილაგაძე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები