Saturday, November 23, 2024
7.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, სოფელ ქარცეფის, აფნიის, აზმანის, კუმურდოს, კიროვაკანის, ზაკის, ტრკნას, გომანის, ოლავერდის, ბუღაშენისა და ბალხოს მოსახლეობას შეხვდნენ.

ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს და ინფრასტრუქტურის განვითარების სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის 922 000 ლარია გამოყოფილი.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები