Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – აფნიის, გოგაშენის, კარტიკამის, კულიკამის, ხოსპიოსა და მარტუნის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, სოფელ აფნიასა და გოგაშენში იმყოფებოდა.

პარალელურად შეხვედრები გაიმართა კარტიკამის, კულიკამის, ხოსპიოსა და მარტუნის მოსახლეობასთან.

შეხვედრისას საჭიროებების განსაზღვრის მიზნით თეიმურაზ მჭედლიძემ, ადგილობრივებთან დიალოგის რეჟიმში ისაუბრა, პრიორიტეტული პროექტების შერჩევის პროცესში ჩაერთო და მათ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის 922 000 ლარია გამოყოფილი.

ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობასთან შეხვედრები 15 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები