ცაგერის მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ დროისთვის გაწმენდილია ცაგერი-ორბელის უღელტეხილი, ქალაქის ცენტრალური გზები და დაიწყება შიდა სასოფლო გზების წმენდის სამუშაოები მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით. ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მაღალი გამავლობის მანქანებისთვის ყველა მიმართულებით თავისუფალია.
გზების გაწმენდითი სამუშაოების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები.