ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შიდა და ცენტრალური გზები თოვლის საფარისგან იწმინდება.
სპეციალური ტექნიკით იწმინდება ქალაქ ნინოწმინდის ქუჩებიც.
სამუშაო პროცესს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი უწევს მონიტორინგს.
მისი თქმით, ამ დროისთვის, ნინოწმინდის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისკენ მიმავალი გზა გახსნილია და მოძრაობა თავისუფალია.
არმენ ბდოიანის თქმით, ძლიერი ქარბუქის გამო, სოფლების – ტამბოვკასა და ვლადიმეროვკასკენ მოძრაობა აკრძალულია.
ასევე, აკრძალულია მოძრაობა ნინოწმინდა – წალკის ცენტრალურ გზაზე.