ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.
დღეს საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ჯიგრაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში /სოფლები: ჯიგრაშენი, პატარა ხორენია/.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გადაწყდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვაღიანაკ არზუმანიანმა, საკრებულოს წევრმა შირაზ ხოდიკიანმა, მერმა – ანივარდ მოსოიანმა, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა არმენ ბდოიანმა, საკრებულოსა და მერიის სხვა თანამშრომლებმა.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში ორ თებერვლამდე გაგრძელდება.