Thursday, April 3, 2025
13.8 C
Tbilisi

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფოკისა და ტამბოვკის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 23 იანვარს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფოკისა და ტამბოვკის ადმინისტრაციულ ერთეულებში /სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა, როდიონოვკა, ტამბოვკა, ასფარა/ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა.

საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის მოადგილე გეორგი ჩაპანიანი, საკრებულოს წევრი ვალერიკ ბეზოიანი, მერიიდან, მერი ანივარდ მოსოიანი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სამსონ ფნჯოიანი, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი, ტამბოვკისა და ფოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს და გადაწყვიტეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში ორ თებერვლამდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები