ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, ასევე, დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები განიხილა.
სამუშაო თათბირს მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე ესწრებოდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებსა და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” განსახორციელებელ სამუშაოებს.
რევაზ ახვლედიანმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.