Saturday, November 23, 2024
8.8 C
Tbilisi

დირექტორის, ოგანეს შორაღიანის განცხადებით, ახალქალაქის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლაში ბოლო წლებში ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად მოწესრიგდა

GUARDIANGE – სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბოლო წლებში სისტემატურად ტარდება, რის შედეგადაც მოცულობითი ორსართულიანი შენობის შიდა სივრცე უკვე სრულად არის მოწესრიგებული.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიან

როგორც სკოლის დირექტორმა, ოგანეს შორაღიანმა საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის განუცხადა, 2021 წელს ცენტრალური გათბობის მოწყობის მიზნით სკოლამ ტენდერი, 44 460 ლარის ღირებულებით გამოაცხადა და სამი პრეტენდენტიდან ინდივიდუალურმა მეწარმემ, ნორაირ მანასიანმა გაიმარჯვა. მის მიერ შეთავაზებულმა თანხამ კი, 37 500 ლარი შეადგინა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიან

დირექტორის თქმით, 2022 წელს შენობის მეორე სართული მოწესრიგდა. როგორც საკლასო ოთახები, ისე სამასწავლებლო, მეორე სართულის კიბის უჯრედების ჩათვლით. გამოცხადებულ ტენდერში, სადაც ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 41 680 ლარი იყო მითითებული, სამი კომპანიიდან ინდივიდუალურმა მეწარმემ  მანიკონ ოვანესიანმა გაიმარჯვა და სამუშაოები 33 325 ლარის ოდენობით შეასრულა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის გარემონტებული დერეფანი

„2023 წელს უკვე პირველი სართულის, დერეფნის და საკლასო ოთახების რემონტისთვის გამოვაცხადეთ ტენდერი, თანხის ოდენობამ 73 727 ლარი შეადგინა, ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „ინტერმა“ მიიღო მონაწილეობა და 65 460 ლარი შემოგვთავაზა. კომპანიამ კეთილსინდისიერად და სატენდერო ვადებში დაასრულა სარემონტო სამუშაოები და თქვენ უკვე ხედავთ, რომ სკოლა სრულად არის გარემონტებული და დარჩენილია მხოლოდ გარე ფასადის მოწესრიგება“, – უთხრა GUARDIANGE-ის ოგანეს შორაღიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიან მოსწავლეებთან ერთად

დირექტორის ინფორმაციით, პანდემიის გამოცხადებამდე, სკოლის შენობის შიგნით, პირველ სართულზე მდებარე სველი წერტილები 2019 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში გაკეთდა და სკოლა 2020 წელს მომზადებული შეხვდა მოულოდნელ პანდემიას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიან მოსწავლეებთან ერთად

„გასულ წლებში, ზამთრის პერიოდში სველი წერტილები, წყლის გაყინვის გამო დაზიანდა, თუმცა წინა წლებთან შედარებით, წელს ჯერჯერობით დიდი ყინვები არ ყოფილა, ღამის საათებში -5, -7 -9°C-მდე თუ ადის მხოლოდ ტემპერატურა, რაც ჩვენთვის არ ითვლება მაღალ ტემპერატურად, ეს არც თუ ისე დიდი ყინვებია ამ რეგიონისთვის და წელს შესაბამისად, არ ყოფილა პრობლემა წყლის უწყვეტი მოწოდების მხრივ, როგორც სკოლის ეზოში, ისე სველ წერტილებში.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიან

„უფრო ადრე კი, ჩვენი სახსრებით გამოვცვალეთ 10-ამდე ფანჯარა, შემდეგ კი, უკვე 2016 წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ მოხდა დარჩენილი 40-ზე მეტი ფანჯრისა და რამდენიმე კარის გამოცვლა და მეტალო პლასტმასის მაღალი ხარისხის კარ-ფანჯარა ხელს უწყობს სითბოს შენარჩუნებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2021 წელს ცენტრალური გათბობა დამონტაჟდა. მანამდე, შეშის ღუმელები გვედგა და ქარიან ამინდებში, ოთახები კვამლიანდებოდა, თან ამხელა საკლასო ოთახებს შეშის ღუმელი ვერც კი ათბობდა სათანადოდ, დერეფნებში კი, ციოდა. ამასთან, როცა ღუმელებით ვთბებოდით, ძნელი იყო სისუფთავის შენარჩუნებაც. ახლა თავადაც ხედავთ, რომ საუკეთესო მდგომარეობაა ამ მხრივ. ბავშვებს შესანიშნავ გარემოში უწევთ სწავლა და თანამედროვე პირობებში ბუნებრივია, იზრდება როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების მოტივაცია.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიან

„მიმდინარე წელს დაგეგმილი გვაქვს სკოლის შენობის გარე ფასადის მოწესრიგება. გარკვეული თანხა უკვე გამოვყავით ამისათვის და ვნახოთ, რამდენად საკმარისი იქნება, რადგან ფასები ყოველწლიურად მატულობს. მაგალითად, თუკი 2022 წელს მე-2 სართულის მთლიანი რემონტისთვის 33 325 ლარი დაიხარჯა, გასულ, 2023 წელს პირველ სართულზე იგივე მოცულობის სამუშაოებისთვის თითქმის ორმაგი, 65 460 ლარი დაგვჭირდა. ფასები ყოველკვარტალურად მატულობს როგორც სამშენებლო სეგმენტში, ისე სხვა მიმართულებითაც, მაგრამ ალბათ სამშენებლო სფეროში უფრო მეტად – როგორც მასალების, ისე დაქირავებული მუშა-ხელის ხელფასების და მომსახურების მხრივ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიან

„აქედან გამომდინარე, თუკი წლევანდელი ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა, მაშინ ალბათ ფასადის გარკვეულ ნაწილს მოვაწესრიგებთ და დანარჩენს შემდეგში გავაკეთებთ. ასევე, დაგეგმილი გვაქვს სკოლის შემოღობვა და ეზოს კეთილმოწყობა. ამ პროცესების დასრულების შემდეგ, ვფიქრობ, სკოლა სრულად იქნება მზად ავტორიზაციის გასავლელად და დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც სახელმწიფოს მიერ არის განსაზღვრული“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ოგანეს შორაღიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლა

როგორც მან აღნიშნა, 2023-24 სასწავლო წლისთვის ლომატურცხის საჯარო სკოლაში 43 მოსწავლე ირიცხება და გასულ სასწავლო წელთან შედრაებით 1 მოსწავლით ნაკლები სწავლობს, ხოლო პედაგოგები იმდენივე არიან, რამდენიც იყვნენ წინა წლებში.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლაში

„სკოლაში ისევ 18 პედაგოგი მუშაობს, მათგან ორმა სულ ახლახან აიმაღლა სტატუსი. ჯერ კიდევ გვყავს უსტატუსო, ე.წ. პრაქტიკოსი მასწავლებლები, ჯამში 4 პედაგოგი, რომელთაც საგნის გამოცდები ჩაბარებული აქვთ და ახლა უნდა დაადასტურონ კომპეტენცია ქართული ენის ცოდნის თვალსაზრისით და გაიარონ გრძელვადიანი ტრენინგები, რათა უფროსი მასწავლებლები გახდნენ“, – აღნიშნა ოგანეს შორაღიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიან

ოგანეს შორაღიანი 2009 წელს, თავდაპირველად სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, 2014 წლიდან 2020 წლამდე კი არჩეული დირექტორი იყო, 2020 წლიდან 2023 წლის 17 ოქტომბრამდე ისევ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ვიდრე სამეურვეო საბჭო შემდგომი 6 წლის ვადით ერთხმად აირჩევდა დირექტორად.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიან

მას აქვს დირექტორობის უვადო სერტიფიკატი – დირექტორის სერტიფიცირება წარმატებით 2014 წელს გაიარა. 2017 წელს უფროსი მასწავლებელი გახდა, შემდეგ გამოცდა ჩააბარა სხვა საგნებშიც – გეოგრაფიაში, ბუნებისმეტყველებაში, ორი საფეხურის მათემატიკაში – დაწყებითი და საბაზო საფეხურის მათემატიკაში.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის პედაგოგები

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის მოსწავლე

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგი და მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის პედაგოგი და მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები