Tuesday, April 1, 2025
18.8 C
Tbilisi

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, თავის მოადგილესთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს შეხვედრა გაიმართა მუქედის, ციხესულორის, გადიდის და ზედა ვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში. გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მეტად პრიორიტეტული იყო.

ესენია: შიდა საუბნო გზები, გარე განათება, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, მინი სტადიონი და სოფელ ზედავანში საბავშვო ბაღისთვის წყლის სისტემის მოწყობა.

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები