Monday, May 19, 2025
13.9 C
Tbilisi

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს კიდევ ერთი მსოფლიო ჯილდო – The Best in Heritage – Project of Influence გადაეცა

2024 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კიდევ ერთი მსოფლიო ჯილდოს – The Best in Heritage – Project of Influence (მემკვიდრეობაში საუკეთესო – გავლენის პროექტი) მფლობელი გახდა.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს ჯილდო საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს გადასცა. ჯილდოს გადაცემას ვანის მუნიციპლიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია ესწრებოდნენ.

The Best in Heritage – Project of Influence – კენეტ ჰადსონისა და ჟორჟ-ანრი რივიერას ხსოვნას ეძღვნება და ყოველწლიურად გადაეცემა უკვე წარმატებულ, ჯილდოს მფლობელ მუზეუმს.

European Heritage Association (ევროპის მემკვიდრეობის ასოციაცია), Europa Nostra-თან პარტნიორობით, Creative Europe-ის მხარდაჭერითა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) პატრონაჟით ყოველწლიურად ავლენს სამუზეუმო, კულტურული მემკვიდრეობისა და კონსერვაციის სფეროში ყველაზე ინოვაციურ, შთამაგონებელ და უკვე წარმატებულ პროექტებს შორის საუკეთესოს.

ვანის მუზეუმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც გამორჩეულმა ცენტრმა, რომელსაც საზოგადოების საკეთილდღეოდ დადებითი ცვლილებების განხორციელების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს.

მოხალისეთა პროექტებისა და პროგრამების მეშვეობით მუზეუმი უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას სამუზეუმო ცხოვრებაში, რითაც ხელს უწყობს არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვას, შენარჩუნებასა და გაცოცხლებას.

ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები