Wednesday, May 21, 2025
15.8 C
Tbilisi

განათლების მინისტრის მოადგილეებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარის დღე ქვენატკოცის და ოსიაურის საჯარო სკოლებიდან მიულოცეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი მოდებაძემ და მოადგილე თამარ მახარაშვილმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარის დღე სოფელ ქვენატკოცის და სოფელ ოსიაურის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლებიდან მიულოცეს. მინისტრის მოადგილეებმა ახალგაზრდებს წარმატება, ბედნიერი მომავალი და დასახული მიზნების განხორციელება უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლა 500 მოსწავლეზეა გათვლილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა კი – 300 მოსწავლეზე. ორივე სკოლაში, საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი.

სკოლები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და უზრუნველყოფილია უსაფრთხოების, სახანძრო სიგნალიზაციისა და გათბობის ახალი სისტემებით.

სკოლების სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა. პროექტების ჯამური ღირებულება 12 მილიონ ლარამდეა.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები