ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ “მომავლის სახლში” საახალწლო თემატიკასთან დაკავშირებული ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის განვითარებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენასა და მოტივაციის გაზრდას ემსახურებოდა.
“მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაში ჩართულობა და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილე ახალგაზრდების ხელშეწყობა, ჩვენი თვითმმართველობისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”, – განაცხადა ახალქალაქის მერის მოადგილემ თეიმურაზ მჭედლიძემ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცენტრის აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
გამოფენას სკოლის აღსაზრდელებთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები თეიმურაზ მჭედლიძე, მკრტიჩ მღდესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას და ფოტომასალას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.