Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

პირველი ქვეითი ბრიგადა იუბილარია

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველმა ქვეითმა ბრიგადამ დაარსებიდან 31 წლის იუბილე აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა ბრიგადის იუბილე მიულოცა და პირველი ქვეითი ბრიგადის მნიშვნელობასა და მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. 

ღონისძიების ფარგლებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედროები საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით -„გენერალი კვინიტაძე”, „გიორგი ანწუხელიძე” და „სამშობლოსათვის თავდადებული“ დაჯილდოვდნენ. 

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. 

ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროების ოჯახის წევრებს ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ბრიგადის ტექნიკისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ. მოწვეულმა სტუმრებმა სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები