ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე გაწმენდილია ეშტიის, ხანჩალისა და გორელოვკის ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი და შიდა სასოფლო გზები.
შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე იმყოფება და გაწეულ სამუშაოებს ეცნობა, ნინოწმინდის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი.
მისი თქმით, გზები თოვლისგან აქტიურად იწმინდება და ავტომობილები შეუზღუდავად გადაადგილდებიან.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.