Saturday, November 23, 2024
7.8 C
Tbilisi

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. საქართველოს სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ – 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) – ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. 23 ნოემბერი ბორბალზე წამების, ხოლო 6 მაისი მისი აღსრულების დღეა.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, იგი მხედართმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა ქრისტიანების დევნა დაიწყო, წმინდანი მას განუდგა. დიოკლიტიანემ მასაც მოსთხოვა ქრისტეს უარყოფა. მან ბევრი სატანჯველი, მათ შორის, ბორბალზე გაკვრაც დაითმინა.

წმინდა დიდმოწამე გიორგის 303 წელს თავი მოჰკვეთეს.

საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმიდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული.

წმინდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან დახსნისათვის.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები