ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის წლიური ანგარიშების შესრულების მოსმენები შეაჯამეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ვაან აროიანის, მერის ანივარდ მოსოიანის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, ასევე საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების, საკრებულოს წევრების მონაწილეობით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის წლიური ანგარიშების შესრულების მოსმენები შეაჯამეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისთვის, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი იურიდიული პირებისთვის მოსმენების დროს საკრებულოს წევრების მხრიდან გაკეთებულ შეთავაზებებზე და ამ შეთავაზებების შედეგად განსახორციელებელ ცვლილებებზე.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები