სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო რწმუნებული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერთან ანივარდ მოსოიანთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები.
ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობა, რათა განხორციელდეს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერისა და საკრებულოს მოადგილეები.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

