სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა. ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტების განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებასა და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების ეფექტიან განხორციელებაზე.

რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, მოადგილე სერგი მუშკუდიანი, რწმუნებულის აპარატის უფროსი ვახტანგ მერაბიშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი საბა სამსონიძე.

ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები