სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო გავლენიანი პიროვნება, მაღალი ღირსების ადამიანი და თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი, -ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, სეიედ ალი მოჯანიმ პრესკონფერენციაზე გაბაცხადა.
დიდი მწუხარებით გამოვთქვამ ღრმა სამძიმარს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. იგი იყო გავლენიანი პიროვნება, მაღალი ღირსების ადამიანი და თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. მან გამოიჩინა განსაკუთრებული სიბრძნე და მოთმინება საკუთარი ქვეყნის წინაშე არსებული სირთულეებისა და განსაცდელების დროს.
ირანელებისთვის, რომელთაც სწამთ ქრისტეს აღდგომის, მისი სახელი განასახიერებს ადამიანს, რომელსაც მტკიცედ სწამს უფლისა და აღდგომის დღისა. შემთხვევითი არ არის, რომ მისი სახელი ირანშიც ყოველთვის კეთილად იხსენიებოდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როგორც პირველმა არაქართველმა პოლიტიკურმა ფიგურამ მსოფლიოში, მისი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა პოსტი და უსურვა გამოჯანმრთელება.
მეც, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, როგორც საქართველოში მყოფმა პირველმა დიპლომატმა, Facebook-ზე გავაზიარე სამძიმრისა და თანაგრძნობის ტექსტი ირანის სახელმწიფოსა და ირანელი ხალხის სახელით. ერთ წინადადებით რომ ითქვას: იგი იყო რწმენის, იდენტობის, თანადგომისა და მშვიდობის ხმა. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს“, – განაცხადა ირანის ელჩმა.

