საქართველოში იაპონიის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„იაპონიის საელჩო საქართველოში, უსამძიმრებს ქართველ ხალხს და გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. პატივისცემისა და ღრმა მოწიწების ნიშნად, დაეშვა იაპონიის სახელმწიფო დროშა. დაე, მისი ხსოვნა მარადიული იყოს“, – წერს იაპონიის საელჩო სოციალურ ქსელში.

