ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026“-ის ფარგლებში ამჯერად, სათხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში იმყოფებოდნენ.
მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები სოფლების – სათხის, დიდი არაქალის, პატარა არაქალისა და ოროჯალარის მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფლის კრებებზე ადგილობრივების საჭიროებებზე გამახვილდა ყურადღება, განიხილეს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტული პროექტი შეარჩიეს, რომელიც 2026 წელს განხორციელდება.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

