ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.
დღეს საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ დიდი ხანჩალისა და ჯიგრაშენის ადმინისტრაციულ ერთეულებში /სოფლები: დიდი ხანჩალი, პატარა ხანჩალი, კატნატუ, ჯიგრაშენი, პატარა ხორენია/.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გადაწყდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მერმა – ანივარდ მოსოიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ – ვაგიანაკ არზუმანიანმა, საკრებულოს წევრებმა – სერგეი ადუმიანმა, ბაბკენ ანანიკიანმა, შირაზ ხოდიკიანმა, მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა არმენ ბდოიანმა, იურიდიული სამსახურის უფროსმა ხორენ ავეტისიანმა, საკრებულოსა და მერიის სხვა თანამშრომლებმა.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში 19 თებერვლამდე გაგრძელდება.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

