ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე ბზვანის, ინაშაურის, ამაღლების, რომანეთის და საპრასიის მცხოვრებლებს შეხვდა.
ვლადიმერ ხელაძემ ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შოთა დიასამიძესთან ერთად, სოფლების მცხოვრებლებისგან მოისმინა ინფორმაცია, თუ რომელი პროექტების განხორციელება არის პრიორიტეტული აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შეხვედრაზე რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება დასახელდა, მათ შორის, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სასაფლაოების შემოღობვა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და წყაროს კეთილმოწყობა.
შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გაიმართა და მას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

