ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე დღეს ყუმურის, ტობანიერის, მთისძირის და შუამთის ადმინისტრაციული ერთეულების და მათში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. მერმა დეტალურად გააცნო შეკრებილ მოსახლეობას იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, სოფლებში ეტაპობრივად გადაიჭრება ყველა ის საკითხი, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

მოქალაქეებმა თავიანთ სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს მერს და მათთვის პრიორიტეტული პროექტები აირჩიეს. შეხვედრის დროს გამოიკვეთა შემდეგი მოსაგვარებელი საკითხები: შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და ფეხბურთის მინი სტადიონების კეთილმოწყობა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დადგენილი გრაფიკით მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

 

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები