[ვიდეო] საქართველოდან უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას და ვიდეომასალას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ირანის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, თურქმენეთის, პაკისტანის, უზბეკეთის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ისრაელის, ერაყის, იორდანიის, ნეპალის, კოტ დივუარის, სუდანის, ტაჯიკეთის, ფილიპინებისა და შრი ლანკის, ჯამში, 80 მოქალაქე.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები