ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ამჯერად ტამბოვკისა და ფოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში იმყოფებოდნენ.
შეხვედრებზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრის მონაწილეებმა კი ხმათა უმრავლესობით სასურველი პროექტი შეარჩიეს.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.



