ეკა კუპატაძე: „სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა, იმ დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ? თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი“

„სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა, იმ დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ? რატომ გეძინათ? თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი. მე ვიცოდი როგორი შვილი მყავდა, ამიტომაც არ დავიხიე უკან, მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები და ხალხო მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ იმათ რატომ არ იყვირეს? ხომ გადარჩებოდა ჩემი გიგა?… როგორ მომიკლეს ჩემი სპეტაკი შვილი, როგორ მომიკლეს. რატომ ითმენდით? რატომ ითმენდით? რატომ?“ – თქვა გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ ემოციურ ვიდეომიმართვაში.

ამასთან, მან პროკურატურას მადლობა გადაუხადა.

მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირებს გენერალურმა პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის შესახებ ახალი ბრალდებები წარუდგინა. ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მიქაიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საუბარია ამ პირების მიერ განხორციელებულ სხვა დანაშაულებრივ ქმედებაზე. პროკურატურამ გაავრცელა შესაბამისი ვიდეომასალაც.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები