კასპში გამართულ საქართველოს პირველობაზე სამბოში ვანელმა ფალავნებმა წარმატებით იასპარეზეს

27-29 იანვარს, ქალაქ კასპში გამართულ საქართველოს პირველობაზე სამბოში (2006-2007 და 2008-2009 წლიანებს შორის), ვანელმა ფალავნებმა წარმატებით იასპარეზეს:

ოქროს მედალი

ნინო ტყეშელაშვილი (65 კგ) — ჩემპიონი და ევროპის ლიცენზიის მფლობელი!

ვერცხლის მედალი

ნოდარ ვაშაყმაძე (58 კგ)

ბრინჯაოს მედლები

ლუკა გულდაშვილი (53 კგ)

გიორგი დვალიშვილი (58 კგ)

გიორგი ჟღერია (71 კგ)

ნინო ტყეშელაშვილმა საქართველოს ჩემპიონის ტიტულთან ერთად, აპრილში სერბეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს და ულოცავს სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს – შმაგი დადუნაშვილს და შალვა გაბუნიას აღნიშნულ გამარჯვებას.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები