3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი

ფოტო ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქის გვერდიდან: ხულოს მაღალმთიანი ზონა, 2025 წლის 30 დეკემბერი

3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები