ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები მედიკამენტების შესაძენად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

2026 წელს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ფარგლებში, მოქალაქეები მედიკამენტების შესაძენად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

  1. ა) მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია);

ბ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (მუდმივი სტატუსით), რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეზღუდული აქვთ (ეტლით მოსარგებლე) ან საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ მოვლას (მხედველობადაქვეითებული, სმენადაქვეითებული, გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის, ფსიქიკური დაავადებების მქონე, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნს სინდრომით, ეპილეფსიით დაავადებულები და შშმ პირები ბავშვობიდან).

დაფინანსდება ამ მუხლით გათვალისწინებული მედიკამენტოზური მკურნალობა, შესაბამის საჭიროებისათვის მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

  1. მოქალაქის მიერ თითოეული მომართვის შემთხვევაში, დაფინანსება გაიცემა არაუმეტეს სამი თვის მანძილზე საჭირო მედიკამენტებზე, გარდა „ქრონიკული დავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართული მედიკამენტების.
  2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე; ოჯახის წევრი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის და/ანდაბადების მოწმობის ასლი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან და შესაბამისი საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა დაფინანსების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში);

ზ) მოსარგებლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში);

თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ი) შშმ სტატუსის დამადასტურებელი საბუთი.

  1. ანგარიშსწორება განხორციელდბა ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები