სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ ადასტურებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრების, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
როგორც სუს-ში აღნიშნავენ, მამუკა მდინარაძე საქართველოშია და სამსახურში იმყოფება.

