ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ბაკურიანში 60-მა ახალგაზრდამ, მხიარული თავგადასავლებით სავსე, ორი სასიამოვნო და დაუვიწყარი დღე გაატარა.
ამის შესახებ ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად მხარს უჭერს ახალგაზრდების ინტერესებსა და მრავალფეროვან აქტივობებში მათ მონაწილეობას.
ახალგაზრდული ზამთრის ბანაკი სრულად ფინანსდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. მსგავსი ტიპის აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.

