ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 60 ახალგაზრდა ბაკურიანის ზამთრის ბანაკში გააცილეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თეიმურაზ მჭედლიძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელ აკაკი მელიქიძესთან ერთად, ბაკურიანის ზამთრის ბანაკში მოსწავლე-ახალგაზრდები გააცილა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 60 ახალგაზრდა ბაკურიანში ორი დღის განმავლობაში დაუვიწყარ და სასიამოვნო დროს გაატარებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, მონაწილეობა მიიღონ ინტელექტუალურ თამაშებში, ისრიალონ თხილამურებით და გაისეირნონ ბურანებით.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად მხარს უჭერს ახალგაზრდების ინტერესებსა და მრავალფეროვან აქტივობებში მათ მონაწილეობას.

ახალგაზრდული ზამთრის ბანაკი სრულად ფინანსდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. მსგავსი ტიპის აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები