ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გზები თოვლის საფარისგან იწმინდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მაგისტრალური მნიშვნელობის გზებთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებით, უწყვეტად იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.

თოვლოს საფარისგან გზების გაწმენდით სამუშაოებში მუნიციპალური სამსახურებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილ ტექნიკასთან ერთად, ტენდერში გამარჯვებული კომპანიაც ინტენსიურად არის ჩართული.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები