ახალქალაქში საერთაშორისო შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილების მფლობელი სპორტსმენები დააჯილდოვეს

ა(ა)იპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტულ კომპლექსში საერთაშორისო შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილების მფლობელი ახალქალაქელი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი და მათი მოადგილეები.

მათ სპორტსმენებს მიღწეული შედეგები მიულოცეს, მომავალი წარმატება უსურვეს და ხაზი გაუსვეს მათი მიღწევების მნიშვნელობას რეგიონში სპორტული ცხოვრების განვითარებისთვის.

დაჯილდოვდნენ შემდეგი სპორტსმენები:

გორ აივაზიანი

სოს ხაჩატრიანი

გრიშა ელიზბარიანი

„მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის სპორტსმენების მწვრთნელებს პროფესიული მიდგომისთვის, თავდადებისა და სპორტსმენების მომზადების პროცესში შეტანილი დიდი წვლილისთვის. ერთობლივი შრომის შედეგად, სპორტსმენებმა ღირსეულად წარმოადგინეს ახალქალაქი საერთაშორისო ასპარეზზე.

ვულოცავთ დაჯილდოებულ სპორტსმენებს და ვუსურვებთ ახალ გამარჯვებებსა და მიღწევებს!“, – ნათქვამია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები