რომან გოცირიძე: ჩვენთან საშუალო ხელფასი 2200 ლარია, საშუალო პენსია კი დაახლოებით 400 ლარი, დეპუტატის ხელფასი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში 4-7-ჯერ მეტია საშუალო პენსიაზე, ჩვენთან 30-ჯერ აღემატება

„ჩვენთან საშუალო ხელფასი 2200 ლარია, საშუალო პენსია კი დაახლოებით 400 ლარი. პენსია ხელფასის 18 პროცენტია. ასეთი მცირე შეფარდება ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველიში ხელისუფლება პენსიონერებს მეორეხარისხოვან ადამინებად განიხილავს.

დეპუტატის ხელფასი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში 4-7-ჯერ მეტია საშუალო პენსიაზე, ჩვენთან 30-ჯერ აღემატება. ეს უკვე „ოცნების“ ხელისუფლების სიხარბისა და თავხედობის მაჩვენებელია.

– წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, პარლამენტის ყოფილი წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები