ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების, აფნიისა და გოგაშენის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების, აფნიისა და გოგაშენის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა გზის სავალი ნაწილი, რის შემდეგაც, 2 -კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო, წყალარინები და საგზაო ნიშნები დამონტაჟდება.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1 798 000 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები